ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ვიღაცები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანას, ისინიც იღებენ პასუხისმგებლობას შესაძლო რისკებზე.
„კონკრეტული სუბიექტები - სახალხო დამცველი, მასთან შექმნილი რაღაც ექიმების ჯგუფი (რაზეც ცალკე კონკრეტული ინფორმაცია არსებობს, ვისთან არიან პოლიტიკურად დაკავშირებული, უდიდესი უმრავლესობა ამ ჯგუფის წევრი ექიმების), ე.წ. არასამთავრობო როგანიზაციები, რამდენიმე პარტია და ა.შ. - ვინც ამბობს, რომ უნდა გავიდეს ციხის გარეთ სააკაშვილი და გადავიდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. ამის უკან სამედიცინო დასაბუთება ვერავინ მოისმინა“, – განაცხადა კობახიძემ.
სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და აქედან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც გლდანის მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
ამ თემაზე:
სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ, რომ მესამე მხარედ ჩაგვრთოს – ლომჯარია