weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მელიას თქმით, დაგეგმილი მსვლელობები გაუქმდა და ხვალ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან

23:51 ხუთშაბათი, 18 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 19 ნოემბერს, სამ ლოკაციაზე დაგეგმილი აქცია-მსვლელობები გაუქმდა და ამის ნაცვლად, სამ საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

მელიას თქმით, შეკრება გაიმართება კონკრეტულ გეგმით, რომელსაც მხარდამჭერებს ხვალ გააცნობენ.

„ჩვენ, ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე გასამართ მანიფესტაცია-მსვლელობას ვაუქმებთ. მქონდა პარტიებთან კონსულტაცია და ხვალ, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის თავისუფლება და ღირსება არის ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, გელოდებით სამ საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხელისუფლებას მოუწოდა, ხვალ, სამ საათამდე, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანონ.

„იქ, სადაც მთელი ერი მოგიწოდებთ, არ დარჩა ერთი ექიმიც კი, რომელიც არ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს თქვენ იქ დატყვევებით კლავთ, მაგრამ ჯიუტად ამას არ აკეთებთ. რადგან თქვენ ამას არ აკეთებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ მოკლათ, ამ რეჟიმისგან ეს სახელმწიფო გათავისუფლდეს და არც ერთი ადამიანი აღარ იყოს დატყვევებული. ხვალ, სამ საათზე ყველანი რესპუბლიკის მოედანზე, მათ გასაგონად, ვინც დააპირებს თბილისში ხვალვე ჩამოსვლას, თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის. ბრძოლა, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]