weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„უბრალოდ წაიყვანეთ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში ბოლოს და ბოლოს“ – იან კელი სააკაშვილზე

11:31 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი. მან Twitter-ზე მოწოდება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გონება დაკარგა.

„უბრალოდ წაიყვანეთ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში, ბოლოს და ბოლოს. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში, შიმშილობას შეწყვეტს. პერიმეტრის ირგვლივ განათავსეთ ღობე თუ არეულობაზე წუხხართ. უბრალოდ მოიქეცით პასუხისმგებლობით და გააკეთეთ ეს“, – ამბობს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.

გუშინ, 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, რის გამოც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც ჯგუფის რეკომენდაცია იყო მკურნალობის დაუყოვნებლივ გაგრძელება ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექსპერტების შეფასებით, მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არის.

 

ამ თემაზე:

გაითვალისწინეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები – სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]