weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადაყვანაზე თანხმობა განაცხადოს – ხოშტარია

17:26 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა მისი შიმშილობის შეწყვეტის საფუძველია. როგორც ხოშტარიამ თქვა, მისი სურვილია, სააკაშვილი გადაყვანას დათანხმდეს, რადგან ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას საშუალება ექნება გადაჩეხვის საფრთხიდან გამოვიდეს.

„ამ ვითარებაში, გორის კლინიკაში უსაფრთხოდ გადაყვანა არის გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამიტომ, ეს არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. მე მიმაჩნია, რომ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, ფრთხილები ვითარებაში, როდესაც არის დიდი საზოგადოებრივი მღელვარება და ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, სასურველია გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პროცესი სწრაფად დაიწყოს და გამჭვირვალედ და მშვიდობიანად წარიმართოს.

„მე მოვისმინე (არც მეპარებოდა ეჭვი) ჩემი კოლეგების პოზიცია, რომ არანაირი არამშვიდობიანი მოქმედებები გადაყვანის პროცესში არ იქნება. მინდოდა ძალიან სწრაფად განცხადების გაკეთება, რომ გორი არის პრინციპულად მისაღები ჩემთვის, მაგრამ ანგარიშს ვუწევდი ადამიანს, რომელიც ცუდად არის და მინდოდა, რომ სწრაფად ეთქვათ მისთვის ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის სიურპრიზი არ არის. სამწუხაროდ, ხელოვნური შეფერხება მოხდა. როდესაც ამხელა ნაბიჯები გადაიდგა,  ხელოვნურად ნუ შევაფერხებთ ამ პროცესს. მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მათ შორის, ვერ ვისაუბრებ იმ კომუნიკაციაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, მაგრამ ყველა ექსპერტთან გავლით (და მე ეს წინასწარ გავაკეთე, რადგან როდესაც ასეთ ნაბიჯს დგამ წინასწარ უნდა იცოდე ყველა წითელი ხაზები, რაც არსებობს), ეს არის მიზანშეწონილი. არანაირი უფლება არ მაქვს, ვინმეს რამე მოვუწოდო, მაგრამ ვისურვებდი, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ დაიწყოს და მან ამაზე თანხმობა განაცხადოს. მისი სიცოცხლეც საფრთხეშია, ქვეყანაში მშვიდობაც საფრთხეშია და ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვაქვს, გამოვიდეთ არა მთლიანად კრიზისიდან, მაგრამ გადაჩეხვის საფრთხიდან“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრიდან შიმშილობდა. ის მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]