weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

გადმოყვანის და დაბინავების პროცედურით კმაყოფილი ვართ – გვარამია

10:44 შაბათი, 20 ნოემბერი 2021

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა ინციდენტებისა და ექსცესების გარეშე მოხდა.

„გადაყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ერთგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ყველაფრის სამართლებრივად დაფიქსირება და კმაყოფილი ვართ იმ პროცედურით, რომელიც ჩატარდა – გადმოყვანის და დაბინავების“, – განაცხადა გვიან ღამით გვარამიამ.

მისივე თქმით, დღეიდან დაიწყება მსჯელობა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მიმსვლელთა რეჟიმის თაობაზე.

„ჯერჯერობით გარკვეული წარმოდგენა გვაქვს ამათან დაკავშირებით, უბრალოდ პირველი სიტუაციაა ასეთი. რამდენადაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რეფერალურ კლინიკებშიც არ ყოფილა ამგვარი ტიპის ვიზიტები, პირველ რიგში, პარლამენტის წევრების ვიზიტებზე ვამბობ. ადვოკატების ვიზიტები გასაგებია, რომ შეუზღუდავია, თუმცა გარკვეული დროით შეზღუდვები იქნება, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროცედურა უტარდება პაციენტს და რა ვითარებაშია იგი“, – აღნიშნა გვარამიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში წუხელ გადაიყვანეს, რასაც წინ 50-დღიანი შიმშილობა უძღოდა. როგორც სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]