weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თუ „ალტ-ინფოს“ პარტიას დაარეგისტრირებენ, გაუქმებას საკონსტიტუციოში მოვითხოვ – ნაცვლიშვილი

17:29 შაბათი, 20 ნოემბერი 2021

პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი „ალტ-ინფოს“ მიერ პარტიის დაფუძნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაარეგისტრირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„ეს პარტია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას! თუ იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება მას დაარეგისტრირებს, ძალიან მძიმე რამეს მოაწერს ხელს. მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას“, – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა პლატფორმამ, „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დღეს, დამფუძნებელ ყრილობაზე, პარტიის თავმჯდომარედ ზურაბ მახარაძე აირჩიეს, ხოლო პოლიტსაბჭოს წევრები ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია იქნებიან. მახარაძის განცხადებით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ამოცანაა, საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად, ქრისტიანული დემოკრატია დაამყაროს. მისივე თქმით, მზად არიან იმუშაონ იმისთვის, რომ „რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა დაალაგონ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]