weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2022

ჩემი რეკომენდაციაა, მივცეთ სააკაშვილს თავისუფალი მკურნალობის უფლება – პირადი ექიმი

00:03 კვირა, 21 ნოემბერი 2021 hits 273

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რომ შეეძლოს, ისეთ პაციენტს, როგორიც ექსპრეზიდენტია, ციხის გარეთ მკურნალობის უფლებას მისცემდა.

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კვება დაიწყო, თუმცა ის განსაკუთრებულ ყურადღებას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს.

„ჩემი აზრით, ასეთი ავადმყოფის მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო, ან სხვა, შეუძლებელია. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. ვერ გეტყვით, ერთი თვე, სამი თვე. ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება, კოლეგები არ დამეთანხმონ, მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს ციხეების გარეთ მკურნალობის უფლებას მივცემდი. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. იურისტი არ ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი, არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც. ეს ჩემი გულწრფელი აზრია.

უნდა მისცე ადამიანს საშუალება, თვითონ გადაწყვიტოს, სად, ვისთან და როგორ იმკურნალოს.

ის პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს გადავადდეს, სიტყვაზე. არ ვიცი ეს იურიდიული საკითხები. ხომ შეიძლება, ადამიანი გაუშვა, იმკურნალოს?

დამიჯერეთ, ეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში, თუ გინდათ, ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, კიდევ ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ, ასე იქნება. ჩემი რეკომენდაციაა, მივცეთ ამ ადამიანს თავისუფალი მკურნალობის უფლება, მერე აქ იქნება ეს კაცი, არსად არ მიდის“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გადაიყვანეს. სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაპატიმრების დღიდან შიმშილობდა, რადგან მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი და წარდგენილი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ყოფილი პრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]