weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სააკაშვილის გათავისუფლების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს – ხერხეულიძე

19:00 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ახლა მთავარი საკითხი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებაა.

როგორც ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან თქვა, სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის მთავარი მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვაა.

„მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას, კვლევებს, თავისთავად იმ სერვისის ხარჯზე, რაც აქ არის. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. ყველამ ვიცით, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას.ამის შესაძლებლობა აქაც არ არის, მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვიღაც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რისთვისაც ქვეყანაში შემოსვლისას მისი მცდელობა იყო გაცხადებული.

მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ ხალხთან.

აქედან გამომდინარე, მის მიმართ ნებისმიერი ადამიანის თანაგრძნობა, როდესაც ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მე მესმის კარგად, რომ ეს იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ახლა დგება მთავარი საკითხი - მისი გათავისუფლების საკითხი. თავისთავად, პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

შეკითხვაზე, რა გზები არსებობს რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, ხერხეულიძემ თქვა, რომ სამართლებრივ ასპექტებზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს და „ძალიან ფართო წრეებში დაიწყო ამ თემაზე საუბარი“.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, რასაც წინ 50-დღიანი შიმშილობა და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უძღოდა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

სააკაშვილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]