weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საუბრის ერთ-ერთი თემა, ალბათ სააკაშვილიც იქნება – კობახიძე სტრასბურგში ვიზიტისას

11:53 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი კობახიძე და მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში იმყოფებიან და ევროპარლამენტარებს ხვდებიან. როგორც კობახიძემ განაცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც იქნება.

„ყველა თემას შევეხებით, რაც უკავშირდება ადგილობრივ პოლიტიკას, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებს. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა, ალბათ იქნება სააკაშვილიც, თუმცა, ჩვენთვის მთავარია, რომ მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საქართველოსთვის და ასევე, მისი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღის წესრიგი შეიცვალოს და „გამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან“.

„ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მათი ვიზიტის მთავარი თემა არის ის, რომ მაქსიმალურად ეცადონ ევროპარლამენტარების მხარდაჭერის მოპოვებას იმ საერთაშორისო საკითხებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას.

„ეს არის ჩვენი უსაფრთხოება, ევროკავშირში ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია. ევროპარლამენტარები არიან მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები თავიანთ სახელმწიფოებშიც და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერის ქონა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]