weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კვირის ბოლოს წარვადგენ სამოქმედო სტრატეგიას, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს – მელია

22:53 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, კვირის ბოლოს წარადგენს სტრატეგიას, რომელიც ოპოზიციას გამარჯვებამდე მიიყვანს. ამის შესახებ მელიამ რუსთაველის გამზირზე თქვა, სადაც „ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდა.

„კვირის ბოლოს მე, მეგობრებთან ერთად, ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი გაწერილი, დიახაც, მისხალ-მისხალ, რამდენადაც შესაძლებელია, სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ყველაფერთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინებაც.

თქვენც, მეც და რუსთაველის გამზირზე მყოფ ბევრ ადამიანს გუშინვე გვინდოდა, რომ ოლიგარქი არ ყოფილიყო დაპატრონებული სახელმწიფო ინსტიტუტებს და ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჰქონოდა.

უახლოეს მომავალში ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ წუწუნი იმაზე, გუშინ რატომ არ მოხდა, საქმეს ხვალ და ზეგ არ წაადგება. წუწუნი, ხვნეშა და თვითგვემა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს რობოკოპები ჰყავს და რატომ ვერ ვერევით... არათუ ვერ ვერევით, ბიძინა ივანიშვილს სისხლისღვრაში არ შევყევით, რადგან იმ ძალისთვის, რომელსაც მორალური და ზნეობრივი საყრდენი გამოცლილი აქვს, ფუფუნებაა, რომ შეჰყვე ისეთ სცენარში, რომელშიც ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ ხსნას ხედავენ“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს. მან ისიც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დიდხანს ვერ იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]