weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გონიოში ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ, იქ „გემბლინგ სითიც“ უნდა გაკეთდეს – ღარიბაშვილი

23:40 სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აჭარაში, გონიოში ახალ ქალაქის აშენება იგეგმება, სადაც „გემბლინგ სითიც“ [აზარტული თამაშების ქალაქი] უნდა გაკეთდეს. ღარიბაშვილის თქმით, გონიოს პროექტს საზოგადოებას უახლოეს რამდენიმე თვეში წარუდგენენ.

„გონიოში ჩვენ ვფიქრობთ და ჩემი იდეაა, რომ გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს და ასე ვთქვათ, მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა არჩევს უცხოურ კომპანიებს, რომლებიც გონიოს განვითარების გენერალურ გეგმას გააკეთებენ.

„რეალურად, ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ გონიოში. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის, „გემბლინგ სითი“ უნდა გაკეთდეს, შეიძლება კაზინოებიც იყოს, ფინანსური ცენტრებიც, ბანკებიც, ოფისებიც, „რეზიდენშალ აპარტამენტებიც“, სასტუმროებიც და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკის, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა არ გეგმავს, „ლენდ“ კაზინოების აკრძალვას თუ მათთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციების შემოტანის. პრემიერის განცხადებით, იქ ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეები და ტურისტები თამაშობენ. 

„მე განვმარტე, რომ „ლენდ“ კაზინოებს არ ვეხებით, მთავარი პრობლემა „ონლაინ“ კაზინოებია. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს, სოციალურად დაუცველი ვერ შევა კაზინოში, ბუნებრივია, და ეს პრობლემა არ არსებობს“, – თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, „ლენდ“ კაზინოებსა და სლოტ კლუბებში 25 წლამდე ასაკის პირები ვეღარ უნდა შევიდნენ და „ამის კონტროლი იქნება მაქსიმალურად გამკაცრებული“.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]