weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ – პრემიერი

11:06 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა, რადგან არსებული ლიბერალური ნარკოპოლიტიკა აბსოლუტურად მავნებლური და დამაზიანებელია.

„მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ რადგან პრაქტიკამ და შედეგებმა გვაჩვენა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ახალგაზრდებში მით უმეტეს. ერთის მხრივ, რომ წარმოვიდგინოთ განზოგადებულად, შეიძლება უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად: კაცი არის სოციალურად დაუცველი, იღებს ყოველთვიურად დახმარებას, ამ დახმარების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს, კარგავს და ჩუქნის ონლაინკაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. განზოგადებულ შემთხვევას ვამბობ, რომლის არაერთი მაგალითი მსმენია. ეს რა თქმა უნდა, ტრაგედიაა და ამას სასწრაფოდ რეალური ქმედება, ჩარევა სჭირდება“, – გნაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, აფთიაქების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდება.

„გამკაცრდება რეალიზაცია. აი, ამ აფთიაქებს, რომლებიც ურეცეპტოდ, უნებართვოდ გასცემენ, უპასუხისმგებლოდ იქცევიან და გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაში იღებენ მონაწილეობას, ეს უნდა შეჩერდეს.

როცა შენ უყურებ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არასწორად მიდის, მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ მოახდინოს რეაგირება და დაეხმაროს საკუთარ მოსახლეობას. ამავდროულად, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს შრომა უნდა დავაწყებინოთ და მათი რეალური უნარები და რესურსი განვითარებისკენ და აღმშენებლობისკენ უნდა მივმართოთ და არა რაღაც გაუგებარი არაპროდუქტიული საქმიანობისკენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ნარკოდამოკიდებული ადამიანების რეაბილიტაციის ყველაზე კარგი გამოსავალი სპორტი, მუშაობა და დასაქმებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]