weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2021

ის იმეორებს, რომ ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და მოდუნება არ შეიძლება – იასკო

17:23 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021 hits 141

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

„ჩვენ ბევრ რამეზე ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, ის იმეორებს, რომ ახლა ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით უახლოეს კვირებში, იმიტომ, რომ არ შეიძლება მოდუნება. ფაქტია, რომ საავადმყოფოშია გადაყვანილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ცვლილებების მისაღწევად და მისი გათავისუფლებისთვის დიდი ბრძოლისთვის . ვფიქრობ, რომ დეტალურად ისაუბრებენ მისი ქართველი ადვოკატები და კოლეგები“, – განაცხადა ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იასკოს ინფორმაციით, ის სუსტადაა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ კიდევ 3 კილოგრამი დაიკლო.

„ის მუდმივად პალატაში იმყოფება. რა თქმა უნდა, იმ პოსტრავმატული სინდრომის ფონზე, ძალიან ცუდია, რომ არ აქვს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, მზის დანახვის საშუალება. ასეთ პირობებში ადამიანი რეაბილიტაციას გაცილებით ცუდად გადის. მიუხედავად ამისა, შეხვედრით მოხარული ვარ. მგონია, რომ ახლა მას ძალიან სჭირდება სხვადასხვანაირი მხარდაჭერა, როგორც ახლობლების და ადვოკატების, ისე, რა თქმა უნდა, ხალხის. ეს არის ის, რაც მას ახლა ძალიან უნდა დაეხმაროს. მისი სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება“, – აღნიშნა იასკომ.

მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი დეპორტაციის შემდეგ საქართველოში შემოუშევეს. რადას დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ხვალ ან ზეგ ევგენი გრუშოვეცი შეძლებს სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულებას.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს გადაიყვანეს. 8 ნოემბრიდან ის გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. გორში გადაყვანის შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]