weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებზე მიგვიწვიეს, რაზეც უარი ვთქვით – ჰარცელი

13:26 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასაკვირვებლად მიიწვიეს, თუმცა ამაზე უარი თქვეს.

ჰარცელის თქმით, მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიხედოს.

„ჩვენ მიგვიწვიეს, დავაკვირდეთ დღევანდელ და ხვალინდელ მოსმენებს პარლამენტში, რაზეც უარი ვთქვით მარტივი მიზეზით, რადგან ეს კვლავ არის ნაწილი იმ პროცესისა, რაზეც ვსაუბრობთ აპრილის შემდეგ და ივლისში, სადაც ჩვენ გვაქვს შეშფოთება უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტის გამო, რომ ის არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებასა და პირობებს, რომლებიც დაწესებულია ევროკავშირის მაკროფინანსული დახმარებისთვის.

როგორც ვიცით, არის ხარვეზები კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ შეესაბამება სრულად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ ასევე ვნახეთ ოდირის შეფასება მოსამართლეების წარდგენის პროცესთან დაკავშირებით.

ასე რომ, ჩვენ დავრჩებით ამ პოზიციაზე, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ ამ პროცესში უნდა გადაიხედოს პროცედურა შემდგომი ქმედებების განხორციელებამდე. ამჟამად სიტუაციის განსჯა და შემდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს პალამენტისა და თავად პარლამენტის წევრების ხელთაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღეიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. დეპუტატები დღეს და ხვალ ორ-ორ კანდიდატს გაესაუბრებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად წარდგენილნი არიან: გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე და თეა ძიმისტარაშვილი.

გასაუბრების პროცესს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, „მოქალაქეებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა.

ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლობა „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე თვის წინაც მოუწოდებდა, შეეჩერებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი მანამ, ვიდრე არ გატარდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, რაც 19 აპრილის შეთანხმებით (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტით) არის გათავლისწინებული. ამის მიუხედავად, 12 ივლისს, პარლამენტმა მხარი დაუჭირა 6 კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]