weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლანჩხუთის 2022 წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცა

14:53 ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ დაამტკიცა. მთავარი საფინანსო დოკუმენტის კენჭისყრაში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო და მას „ქართული ოცნების“ 22 წევრმა დაუჭირა მხარი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, კახა ასკურავას განცხადებით, „ვადაგასული საკრებულოს“ მიერ ბიუჯეტის დამტკიცება პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაა და წარმოადგენს უპატივცემულობას იმ ახალარჩეული წევრების მიმართ, რომელთაც საკრებულოში მომავალი ოთხი წელი უნდა იმუშაონ.

„იმ შვიდ მუნიციპალიტეტში, სადაც პირწმინდად წააგო „ქართულმა ოცნებამ“, უნდათ, ძველ საკრებულოებს მიაღებინონ ბიუჯეტი, რადგან ბიუჯეტის არმიღებას პირდაპირ მოჰყვება ვადამდელი არჩევნები. ეს მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ და ახლა ეს ადამიანები არიან ამ პოლიტიკური სპექტაკლის მონაწილეები. ბევრი ვიფიქრე, მივსულიყავი თუ არა, მაგრამ მივედი ერთადერთი რამის გამო, რისი თქმაც იქ არ დამცალდა: ამ პოლიტიკურ დაკვეთას შეეწირა ჩემი კოლეგა აჭარაში“, – განაცხადა კახა ასკურავამ ჟურნალისტებთან.

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი რეგლამენტის შესაბამისად განიხილეს და მიიღეს. როგორც მან „რეგინფოს“ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ პროექტის განხილვის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ჩართული და შენიშვნა არ დაუფიქსირებია.

ლანჩხუთის 2017 წლის მოწვევის საკრებულოში სულ 32 წევრია, საიდანაც 26 „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

სახელისუფლებო პარტიამ ლანჩხუთის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგადაც. ახალი მოწვევის საკრებულოში 27 დეპუტატი იმუშავებს, რომელთაგან 20 „ქართული ოცნების“ წევრია. 4 დეპუტატი ჰყავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 2 ექსპრემიერ გიორგი გახარია პარტიას „საქართველოსთვის“, ხოლო 1 – „ლელოს“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 13 მილიონ 434 ათასი ლარით განისაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]