weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

11:37 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, სადაც ძველმა შემადგენლობამ მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, ოპოზიციის პროტესტისა და პოლიციელთა მობილიზების ფონზე მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციის წარმომადგენლები და პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციიონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე გამოაძევეს. ისინი სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ.

ანა წითლიძის განცხადებით, 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს წევრებს არ აქვთ უფლება, 2022 წლის ბიუჯეტი მიიღონ.

„ეს არის საკრებულო, რომელმაც თავისი უფლებამოსილება უკვე ამოწურა. შესაბამისად, არ შეიძლება ზუგდიდის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცონ ადამიანებმა, რომლებიც საერთოდ არ არიან ახალი საკრებულოს შემადგენლობაში, ისინი ვერ აიღებენ ვერც სამართლებრივ  და ვერც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. მათ ეშინიათ ოპოზიციური საკრებულოების, იმიტომ, რომ ბიუჯეტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, ინიშნება საკრებულოს და მერის ხელახალი არჩევნები. პოლიციით ალყაშემორტყმული ატარებენ საკრებულოს სხდომა, ამ ოპერაციას პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს. იქ ზის ე.წ. არჩეული მერი, „ნახვეწა“, რომელის გადასარჩენადაც კეთდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა – მხოლოდ 20 მანდატი მოიპოვა 45-დან. „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ 22 მანდატი აქვს, 3 კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევას აჭიანურებს, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები 13 ნოემბერს შეაჯამა. ახალი საკრებულოები არაუგვიანეს 13 დეკემბრისა უნდა შეიკრიბონ.

 

ამ თემაზე:

როგორც ჩანს, ცესკო გამიზნულად არ ნიშნავს ახალარჩეული საკრებულოს სხდომებს – TI

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]