weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

14:26 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ შემადგენლობამ, რომელიც მოქალაქეებმა 4 წლის ვადით 2017 წელს აირჩიეს, დღეს 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებმა დაუჭირეს.

მთავარი საფინანსო დოკუმენტის ნაჩქარევად, საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ მიღებას ოპოზიციის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ და სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ იქ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ დაუმორჩილებლობის საბაბით ორი ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის განცხადებით, სამართალდამცველებმა თითი მოსტეხეს მაშინ, როდესაც საკრებულოს წინ საპროტესტო წარწერას აკეთებდა.

„ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ.

დიახ! - ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან!

დღეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ბიუჯეტის მიღებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალურის სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს ის 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწრიო პოლიტიკური ინტერესი აქვს და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაჩერებვა სურს“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 ათასი ლარით განისაზღვრა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ზუგდიდის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა. სახელისუფლებო პარტიამ მხოლოდ 20 მანდატი მოიპოვა 45-დან. „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“ 22 მანდატი აქვს, 3 კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]