weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბათუმის მერია კირთაძე, ზუგდიდის მერია მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება – სააკაშვილი

17:45 პარასკევი, 26 ნოემბერი 2021

„ბათუმის მერია გიორგი კირთაძე. ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

„ვუყურებ ახლა ბათუმში, მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც „ოცნებამ“ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ! თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ძველმა შემადგენლობებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ეს პროცესი ოპოზიციის წარმომადგენლების პროტეტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოებმა ბიუჯეტი ნაჩქარევად იმის გამო მიიღეს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ აქვს, ბოუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემდეგ კი რიგგარეშე არჩევნები ინიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]