მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.
„ვუყურებ ახლა ბათუმში, მუსიკალური სკოლისთვის ჩემი და ლევანის აშენებულ შენობას, სადაც „ოცნებამ“ უმაღლესი საბჭო შეასახლა. ბათუმის მერია - გიორგი კირთაძე, ახლა ჩვენი და მათ შორის ჩემი, საამაყო ქალაქი ყაჩაღების ბანდის ხელშია. ზუგდიდის მერია ანზორ მელია და ეს მდგომარეობა სულ მალე აღდგება. ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ მოძალადეებს - გაუჩერებელი აქტიურობა და ამათ აუცილებლად ჩამოვანგრევთ! თავისუფლების იდეას ესენი ვერ ჩაკლავენ!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
დღეს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოების ძველმა შემადგენლობებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. ეს პროცესი ოპოზიციის წარმომადგენლების პროტეტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოებმა ბიუჯეტი ნაჩქარევად იმის გამო მიიღეს, რომ ახალი მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ აქვს, ბოუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემდეგ კი რიგგარეშე არჩევნები ინიშნება.