weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გურჯაანის მერის ხელფასი 5063 ლარი იქნება, საკრებულოს თავმჯდომარის – 4510

23:53 შაბათი, 27 ნოემბერი 2021
ფოტოზე - ზურაბ უტიაშვილი ფოტოზე - ზურაბ უტიაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი თითქმის ორჯერ იზრდება. საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზრდას მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის საკრებულომ 24 ნოემბერს დაამტკიცა.

2022 წლის იანვრიდან, ახლად არჩეული მერის, ზურაბ უტიაშვილის ხელფასი 2650 ლარის ნაცვლად 5063 ლარი იქნება. იზრდება მერის პირველი მოადგილის ხელფასი და ის 1800 ლარის ნაცვლად 3850 ლარი იქნება, ხოლო მერის მოადგილე 3520 ლარს მიიღებს ნაცვლად არსებული 1700 ლარისა.

იზრდება გურჯაანის მერიის სამსახურების უფროსების ხელფასებიც. მაგალითად, ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული სამსახურის და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსების თანამდებობრივი სარგო 2530 ლარი გახდება. აქამდე მათი ხელფასი 1500 ლარი იყო. ადმინისტრაციულ ერთეულებში გურჯაანის მერის წარმომადგენლების ხელფასი 300 ლარით მოიმატებს და მომავალი წლიდან 1400 ლარი იქნება.

2022 წლიდან გაიზრდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოც და ის 2650 ლარის ნაცვლად 4510 ლარი იქნება. თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1800 ლარის ნაცვლად 3410 ლარს აიღებს, ხოლო მოადგილის ხელფასი 1500 ლარიდან 2970 ლარამდე გაიზრდება.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 2420 ლარით განისაზღვრა, ფრაქციის თავმჯდომარის – 2200 ლარით, ხოლო საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის – 2530 ლარით. აქამდე ამ თანამდებობის პირთა ანაზღაურება 1500 ლარს შეადგენდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარია. ახალი ბიუჯეტი საკრებულოს ძველმა, 2017-2021 წლის შემადგენლობამ დაამტკიცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]