weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

დაიწყო ძალის გააქტიურება და ემზადება სასამართლოსთვის – ექიმი სააკაშვილზე

22:28 შაბათი, 27 ნოემბერი 2021

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის სასამართლო სხდომისთვის ემზადება.

„დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კვების რაციონი არის გაფართოებული და თითქმის არის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია ენდოკრინოლოგების სრული შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის. დაიწყო უკვე ძალის გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, რომ იქნება მზად სასამართლოსთვის“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა ჟურნალისტებთან.

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 29 ნოემბერს არის დანიშნული. პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალის გადამეტებით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე გაიმართება. ექსპრეზიდენტი მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

„ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]