„სახელმწიფო უსაფრთხოებას იღებს საკუთარ თავზე, ამიტომ უნდა ვაცადოთ, გაატაროს ის ღონისძიებები, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ოღონდ ზუსტად იცოდეს, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება მასეა. ძალიან კარგია, რომ ამას ვხედავთ. ეს არ მიმაჩნია დარღვევად. მთავარი დარღვევები მოსალოდნელია სასამართლო დარბაზში. კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას რომ უყურებს, რადგან ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, ოღონდ მის მხარდასაჭერად ამდენი ხალხი არ მოვა“, – განაცხადა გვარამიამ სასამართლოსთან.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალის გადამეტებით დაშლისა და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმეზე პროცესი გაიმართება. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილი ედება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
ყოფილი პრეზიდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაიყვანეს. პროცესის პარალელურად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან აქციას მართავს. ადგილზე სამართალდამცველთა მობილიზებაა.