weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საჯარო მოხელეებს ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ – პრემიერი

11:58 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომელთა შემოღება ონლაინ სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში იგეგმება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის საგადასახადო დაბეგვრის ახალი მექანიზმი ამოქმედდება, დაწესდება ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, რაც გავრცელდება, როგორც ონლაინ, ისე ე.წ. ხმელეთის სათამაშო ოპერატორებზე, განისაზღვრება პირთა წრე, რომელთაც შეზღუდული ექნებათ სათამაშო ბიზნესში მონაწილეობის მიღება და შეიზღუდება რეკლამა.

„ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის გათვალისწინებულია საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად სექტორის გადასახდების დასაბეგრი ბაზა გაიზარდება 65-70%-ით.

მეორე საკითხი – ასაკობრივი ზღვარი: 25 წლამდე ჩვენს მოქალაქეებს აეკრძალებათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა. გაწერილი გვაქვს ვის შეეხება ეს შეზღუდვა, ესენი არიან:

  • სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
  • საჯარო მოხელეები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით;
  • პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, პირთა წრე, რომელთა შეზღუდული ექნებათ აზარტულ თამაშებზე წვდომა, შეადგენს ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმებს აქაც კარგად გვაქვს გაწერილი შესაბამისი მექანიზმები. 

მესამე საკითხი – რეკლამის შეზღუდვა: აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამების განთავსება. სათამაშო ბიზნსოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება და ძირითადად შეიძლება სპორტს შეეხოს აღნიშნული დაშვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]