weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას – სააკაშვილი სასამართლოში

12:44 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დასწრების და მისი გადაღების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს აქვთ.

„არ ვაღიარებ პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას. აქ არ ვარ იმისთვის, რომ წინასწარ დაწერილი კომედიის ნაწილი ვიყო“, – ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან სხდომის დაწებამდე გააკეთა. 

პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეს მოსამართლეთა კოლეგია განიხილავს, რომლის შემადგენლობაში ია ორკოდაშვილი, ნინო ელიეშვილი და მაია ქოქიაშვილი არიან.

სხდომის დაწყებამდე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს მიმართა, სოციალურ ქსელში პროცესის ტრანსლირება შეეწყვიტა და განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, დარბაზს დაატოვებინებდნენ. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლეებს შუამდგომლობით მიმართა, პროცესის გაშუქების შესაძლებლობა ყველა ტელევიზიას მიეცეს.

„დღეს სამარცხვინო, მაგრამ ისტორიული პროცესის მომსწრე ვართ. მესამე პრეზიდენტი ესწრება და პირველად აქვს შესაძლებლობა. შუამდგომლობა გვაქვს, მაუწყებლებს, ვინც მოითხოვეს გაშუქების უფლებას, რომ შემოვიდნენ და გააშუქონ და ცოცხალ რეჟიმში“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან თბილისში დილით გადმოიყვანეს. სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დაძაბული ვითარებაა. პერიოდულად ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს და გავრცელებული ინფორმაციით, წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]