weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

ბოდიში ყველას, ვისაც უსამართლო სასამართლო და სხვა შეცდომები შეეხო – სააკაშვილი

18:36 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021 hits 227

„როცა ვყვები ჩვენს წარმატებებზე, მინდა ვთქვა, გვქონდა თუ არა შეცდომები – საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომაა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ. პირველ რიგში ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას.

„მე კარგად მახსოვს საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, როდესაც ნიკა მეუბნებოდა, არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია. ნიკა დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გამოიცნო.

რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემ თანამემამულეს და ახლა მეხება მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე.

მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. მინდა, ყველა ქართველმა ეს იცოდეს. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, რადგან დამნაშავეები სახელმწიფოებს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ. ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ ახლა, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან ეჩქარებოდა საქართველოს განვითარება და ვინც ჩქარობს, ყოველთვის უშვებს შეცდომებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]