weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას“

15:37 ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლში ოთხი მოსამართლის დანიშვნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებისგან „კლანური სასამართლო“ გადმოიბარა.

ფრაქციების – „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრებმა პარლამენტის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

„მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ მოაწერა ხელი ადეიშვილი-მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს გადმობარებას და სრული პასუხისმგბელობის აღებას ყველა იმ უსამართლობაზე, რომელსაც სასამართლო კლანი ჩადიოდა ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე და სჩადის 2012 წლის შემდეგ.

ჩვენ დემარშით დავტოვეთ ეს პროცესი, რომელიც არის არალეგიტიმური და მთელი მსოფლიო, ქვეყნის შიგნით თუ ვინმეს საკითხი ესმის და ქვეყნის გარეთ, ყველა ერთხმად ამბობს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა შეჩერებულიყო, ჩატარებულიყო აქამდე გატარებული რეფორმების შეფასება, ამის საფუძველზე ყოფილიყო რეფორმის საბოლოო ფაზა და შემდეგ მომხდარიყო ახალი, ჯანსაღი სისტემით ადამიანების გამწესება სასამართლოში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად კანონპროექტი შესთავაზეს, თუმცა მმართველმა პარტიამ მისი განხილვა ორჯერ გადადო.

„კანონპროექტი, რომელიც ფრაქციებმა - „ლელომ“ და „რეფორმების“ ჯგუფმა ერთობლივად შევქმენით, ითვალისწინებს ქართულ რეალობას და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, როგორ უნდა ვებრძოლოთ უსამართლო სასამართლოს და როგორ უნდა შეირჩნენ მოსამართლეები ისე, რომ მათ ჰქონდეთ საზოგადოების და არა მმართველი პოლიტიკური პარტიის ნდობა. ეს კანონპროექტი ჯერ წარვუდგინეთ კონსტრუქციულ ფორმატში, სამუშაო ჯგუფში - სრული იგნორი, შემდეგ დავაინიცირეთ ოფიციალურად, ჯერ კიდევ პირველ სექტემბერს და პასუხი „ქართული ოცნებისგან“ იყო - კანონპროექტის განხილვის ორჯერ გადადება.

ეს არის კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, კლანის პირობებშიც კი გახსნიდა დერეფანს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის სანდო, მაღალი რეპუტაციის კეთილსინდისიერების და კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით დაკომპლექტებულიყო უზენაესი სასამართლო მაინც“, –  განაცხადა ნაცვლიშვილმა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფრის ფასად ინარჩუნებს სასამართლოში კლანს, რადგან ის დღეს მათი ძალაუფლების მთავარი ფორპოსტია. 

საქართველოს პარლამენტმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები – ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე დაამტკიცა. აღნიშნული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]