გიორგი ტყემალაძე თბილისის მეექვსე მოწვევის (2017-2021 წლები) საკრებულოსაც თავმჯდომარეობდა.
თბილისის 50-წევრიან საკრებულოში უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. მანდატები შემდგენაირად ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ – 29
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13
- „გახარია - საქართველოსთვის“ – 4
- „ლელო“ – 2
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“ – 1
- „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ – 1
დღეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალური საკრებულოების პირველი სხდომა იმართება.