weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „დაქეციანებულები“ უწოდა

14:18 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს „დაქეციანებულები“უწოდა. წულუკიანი ამ დროს ველობილიკების შექმნაზე საუბრობდა.

„პროექტი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ იმაზე, რომ ველოსპორტის ბილიკები შეიქმნას საქართველოში. ამ ცარიელი სკამების ბელადი იყო ამაყი იმით, რომ აგებდა რაღაც ბილიკებს, მაგრამ დღეს საქართველოს არ აქვს არცერთი ბილიკი, აქვს უბრალოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტ რაღაც ბილიკები, რომელიც ერთმანეთთან არ კავშირდება, გაივლი რამდენიმე ასულ მეტრს და შემდეგ უნდა მიაწყო შენი ველოსიპედი, გადაჯდე მანქანაზე. 

შესაბამისად, არ გვაქვს ის ბილიკები, სადაც სპორტსმენები მოემზადებიან და დღეს, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სპორტსმენი ბავშვები, ვინც ველოსპორტით არის დაკავებული, ვარჯიშობენ საავტომობილო გზებზე და გვაქვს ამ მხრივ დანაკარგიც, სიცოცხლის. 

შესაბამისად, ველობილიკების მშენებლობა ველოსპორტისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ აი ამათ, ამ დაქეციანებულებმა, რატომ არ მოვიდნენ დღეს, რა საინტერესოა, გაყიდეს ველოტრეკი უზნაძის ქუჩაზე, რომელიც ჩემს ბავშვობაში ძალიან წარმატებული იყო. დღეს, რეალურად, ეს სპორტიც არის დაქცეული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]