weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

15:03 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე, კვორუმის არ არსებობის გამო, თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ამას წინ უძღოდა უმრავლესობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება. 

თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა, შემდეგ კი სხდომა დატოვა პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ სამმა დეპუტატმა, რომელთაც გადამწყვეტი ხმები აქვთ. 

საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად წევრების ნახევრაზე მეტის, ანუ 23 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. სხდომა 10 დეკემბრისთვის გადაიდო. 

დღევანდელ სხდომაზე ორი ფრაქცია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ზუგდიდი - საქართველოსთვის“ დაფუძნდა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 45 წევრია – 30 პროპორციული და 15 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 მანდატი მოიპოვა, 20 მანდატი აქვს „ქართულ ოცნებას“, ხოლო 3 – „გახარია - საქართველოსთვის“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ 14 მანდატი პროპორციული სისტემით მოპოვებული, 8 კი მაჟორიტარულით. საკრებულოში აღნიშნული პარტიის დეპუტატები არიან: თეიმურაზ ბასილაია, გიორგი ბიგვავა, კახაბერ ჩაგელია, მაია გაწერელია, პაატა ადამია, გიორგი ფიფია, მარიამ ახალაია, დარიკო არქანია, დავით ვეკუა, ხათუნა შამუგია, დავით ფიფია, დარეჯან გაბედავა, თენგიზ ჯიქია, მირანდა ესებუა, ირაკლი სორდია, თენგიზ მამფორია, მერაბ ჭაჭუა, ბესიკ ჭეჟია, ბესიკ გაბუნია, მაია კალანდია, ლაშა ბეჭვაია.

„ქართული ცნებას“ 13 მანდატი პროპორციული სისტემით აქვს, ხოლო 7 მაჟორიტარულით. პარტიის დეპუტატები არიან: ირაკლი გოგოხია, ბესიკ ჭეჟია, ნანა ხუფაცარია, კონსტანტინე უბერი, ოთარი ქადარია, ნატალია შეროზია, ირაკლი ლაგვილავა, ბეჟანი შანავა, ეკატერინე კიფაია, სანდრო სორდია, ნიკოლოზ ფიფია, თამუნა ჯიქია, ირაკლი ბაღათურია, თაზო ფაცაცია, მამუკა ყურაშვილი, ირაკლი ჯანაშია, ედიტა კოდუა, გიორგი ფიფია, ჯონი ჯიქია და სოსო გოგიახია.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ ზუგდიდის საკრებულოში პროპორციული წესით არჩებული დეპუტატები – გიგა ფარულავა, მალხაზ თორია და ბელა მოსია წარმოადგენენ. 

 

ამ თემაზე:

„საქართველოსთვის“ სამეგრელოში 4 საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევაში არ ჩაერთვება 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]