weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

კობახიძის ცოდნას პატივს ვცემ, კონსტიტუციურ სამართალში გამოცდილება მეც მაქვს – დეგნანი

16:20 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შედარება მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელი საარჩევნო სისტემაა უკეთესი მისი დემოკრატიული განვითარებისთვის.

ელჩის თქმით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა მულტიპარტიული სისტემის დანერგვას და პარლამენტის მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს. 

„რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილეაბას კონსტიტუციურ სამართალში, ისევე როგორც პატივისცემა მაქვს სხვა ექსპერტების მიმართ, რომელთაც საქართველოში შევხვდი. საქართველოს გაუმართლა, რომ ბევრი კარგად განათლებული და ინფორმირებული კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ჰყავს. მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში, მათ შორის, ქვეყნებს ვეხმარებოდი კონსტიტუციის დაწერაში და ეს მოიცავდა ბევრი სხვადასხვა კონსტიტუციის და პოლიტიკური სისტემის შედარებით ანალიზს.

ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა იმის შედარება, თუ რა მუშაობს კარგად ამა თუ იმ სისტემაში, მაგრამ საბოლოო ჯამში, თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის. საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს დებატებსა და განხილვას, საქართველოსთვის რა არის სწორი და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი არსებობდა. ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტია, დაეთანხმა, რომ ეს საკმაოდ დადებითი შედეგი იყო. 

დაბალი ბარიერის შედეგად პარლამენტში 9 ძალიან მრავალფეროვანი პარტია შევიდა და ამიტომ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა კვლავ განიხილეს ეს საკითხი, შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი, 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები საქართველოსთვის სწორი იქნებოდა და შეესაბამება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს მისი დემოკრატიული განვითარების ამ პერიოდში. 

ბევრი მოელოდა სრულად პროპორციულ არჩევნებს 2019 წელს, ახლა ეს კონსტიტუციაშია.

ეს 2%-იანი ბარიერი შექმნილია იმისთვის, რომ მრავალპარტიული სისტემის შემოტანა გაგრძელდეს, რის შედეგადაც პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იქნება, მეტი ქართული ხმა და შეხედულება იქნება წარმოდგენილი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო საქართველოს პოლიტიკური ლიდერების შეთანხმება“, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კელი დეგნანის წინა განცხადების საპასუხოდ გუშინ თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში 5%-იანი ბარიერი და პროპორციული საარჩევნო სისტემაა, თუმცა იქ ტირანია არ ყალიბდება. კობახიძემ ისიც აღნიშნა, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ამ საკითხის ექსპერტი არ არის.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის განაახლოს მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, თუ ყველა პოლიტიკური პარტია იქნება პარლამენტში და „განგრძობითად დაამტკიცებენ“, რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა. სხვა შემთხვევში, კობახიძს თქმით, „ქართული ოცნება“ დამატებით ხელს ვერ შეუწყობს პოლარიზაციას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]