„როგორც ჩანს, ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. ის გვჭირდება.
მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად.
როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ“, – განაცხადა ლიზა იასკომ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა და შეხვედრის დროს რამდენჯერმე დაწოლა და დასვენება დასჭირდა.