„თქვენ მე მკითხეთ, როგორ უნდა შევამცირო პოლარიზაციის ხარისხი. პოლარიზაციის ხარისხი შეუძლებელია შემცირდეს, როდესაც ოპოზიცია უსინდისოდ იტყუება, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ზოგიერთი ოპოზიციონერი დედას იფიცება, რომ არ შევა პარლამენტში და შემდეგ მინისტრის საათზე რომ მოვალ, აქ დამხვდება დასკუპებული. ქალბატონო თამარ [ჩარკვიანი] , რატომ დამხვდით აქ დასკუპებული? ხომ ამბობდით, არ შევალ პარლამენტშიო?
ქალბატონო თამარი ამბობს, მე იმიტომ შემოვედი პარლამენტშიო, რომ ტქვენ ცამოგათრიოთ იქიდან, სადაც ხართო. ბატონო არმაზ [ახვლედიანი] ეს არ არის სიძულვილის ენა? არა. ეს სიყვარულით ნათქვამია. სყვარულს ასხივებს ქალბატონი თაკო. პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ ჩვენ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ? შოტა ხაბარელის ჩამოთრევას აპირებთ? ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ ამისთვის. მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევა არ იქნება ადვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი დღეს პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფარგლებში წარდგა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.