weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

იბრძვიან, რომ ბიძინა ივანიშვილის როლი ამოიღონ ისტორიიდან – პაპუაშვილი

19:59 ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიიდან ბიძინა ივანიშვილის როლის ამოღებისთვის იბრძვის.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტს აკეთებს იმაზე, ბიძინა ივანიშვილი თანამედროვე ისტორიაში მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გვერდზე უნდა იყოს თუ არა ნახსენები, იბრძვიან არა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მონაცემები ამოღებული იყოს წიგნიდან, არამედ იმისთვის, რომ ამ ადამიანის როლი ამოიღონ ისტორიიდან. ეს არის ბრძოლა ისტორიასთან და პირდაპირი ცენზურაა.

რასაც ვხედავთ არის გაგრძელება იმის, რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდებით – ალტერნატიული ისტორიის შეთხზვის სურვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, როდესაც დამფუძნებელ მამად მოიხსენება მიხეილ სააკაშვილი და ეტყობა, ამ ისტორიის წიგნში არ ეყოთ მისი „დამსახურების“ განსაკუთრებით წარმოჩენა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც განათლების სამინისტრომ 2020 წელს დაამტკიცა, ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადა არის მოხსენიებული. სახელმძღვანელოს მიხედვით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]