„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს გვსურს, დავეხმაროთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რაც თავად გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვწუხვართ, რომ მთავრობის ქმედებებმა დააზიანა ზოგიერთი ეს დემოკრატიული პროცესი. მმართველმა პარტიამ აიღო სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ვალდებულება და ჩვენ ნამდვილად გვინდა დავინახოთ ამ ვალდებულებების შემდგომი შესრულება. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ელჩი თბილისში, რომელიც ადგილზე უძღვება ჩვენს ურთიერთობას მთავრობასთან.
ძალიან გვიხარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობა დემოკრატიის სამიტზე ამ კვირაში. ველოდებით დაპირებებს და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პირობებს, რომლებსაც საქართველო წარმოადგენს მომავალი წლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ერიკა ოლსონმა.
ერიკა ოლსონი, სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ნოემბერში იმყოფებოდა, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.