weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველოს მთავრობამ ზოგიერთი დემოკრატიული პროცესი დააზიანა – ოლსონი

15:08 ხუთშაბათი, 09 დეკემბერი 2021

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, საქართველოს სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. ოლსონის თქმით, აშშ წუხს, რომ ქვეყნის მთავრობის ქმედებებმა ზოგიერთი დემოკრატიული პროცესი დააზიანა. 

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს გვსურს, დავეხმაროთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რაც თავად გადაწყვიტეს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვწუხვართ, რომ მთავრობის ქმედებებმა დააზიანა ზოგიერთი ეს დემოკრატიული პროცესი. მმართველმა პარტიამ აიღო სასამართლო და საარჩევნო რეფორმების ვალდებულება და ჩვენ ნამდვილად გვინდა დავინახოთ ამ ვალდებულებების შემდგომი შესრულება. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ელჩი თბილისში, რომელიც ადგილზე უძღვება ჩვენს ურთიერთობას მთავრობასთან.

ძალიან გვიხარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობა დემოკრატიის სამიტზე ამ კვირაში. ველოდებით დაპირებებს და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პირობებს, რომლებსაც საქართველო წარმოადგენს მომავალი წლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – განაცხადა ერიკა ოლსონმა. 

ერიკა ოლსონი, სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ნოემბერში იმყოფებოდა, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]