weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„საკრებულოს გადაწყვეტილებები ღია კენჭისყრით უნდა მიიღებოდეს“ | გახარიას პარტიის ინიციატივა 

13:04 ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ყველა გადაწყვეტილების ღია კენჭისყრით მიღებას ითვალისწინებს.

როგორც დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, ღია კენჭისყრა ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობას და გამორიცხავს სხვადასხვა პარტიის მხრიდან სპეკულაციებს.

სამწუხაროდ, ოცნება არჩევნების შემდეგაც აგრძელებს უკანონო მეთოდების გამოყენებას - მოსყიდვითა და შანტაჟით, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ ცდილობს საკრებულოებში უმრავლესობის შექმნას. ვიხილეთ ფარული მოლაპარაკებები, ადგილობრივი წარმომადგენლების მოსყიდვის, დაშინების და გატაცების ფაქტებიც კი.

ჩვენმა გუნდმა, როგორც კი არჩევნები დასრულდა, პირველ ორ ადგილზე გასულ პარტიას - ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ღია და საზოგადოებისთვის გამჭვირვალე მოლაპარაკებები შესთავაზა, თუმცა „ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს ძალაუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროს, ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების უგულებელყოფა. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთის მხრივ სააშკარაოზე გამოვიდეს ოცნების უკანონობა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პარტიის მიერ სპეკულაციები გამოირიცხოს და გაიზარდოს საკრებულოს წევრთა კეთილსინდისიერების, მათი საქმიანობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის ხარისხი, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ღია კენჭისყრით, მათ შორის, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეხება პირის თანამდებობაზე არჩევას, გადაყენებას თუ უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტას. 

ვითხოვთ ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ვინაიდან ახალარჩეული საკრებულოების მიერ სწორედ ახლა მიმდინარეობს თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურები. შესაბამისად, მივმართავთ, პირველ რიგში, პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ უზრუნველყოს ინიცირებული კანონპროექტის დროულად განხილვა ბიუროს მიერ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

9 დეკემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ოპოზიციურ საკრებულოში, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ჯუმბერ იზორიას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას მხოლოდ 12 წარმომადგენელი ჰყავს. ფარული კენჭისყრის შემდეგ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გახარიას პარტიის წევრებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]