weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშის აღმართვა მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

20:02 ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში გამართულ ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველოს დროშის აღმართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის ეს მიუღებელია. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე რეაგირება დიპლომატიური არხების მეშვეობით ჰქონდათ. 

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, – ღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დირექტორატის კომენტარში.

მოსკოვში, 3+3-ის ფორმატის ფარგლებში გამართულ პირველი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების თავმჯდომარეობით თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციები ესწრებოდნენ. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ  3+3 ფორმატის შეხვედრაზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნებოდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, საქართველო აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს.

11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა და ხუთივე ქვეყანა დაინტერესებულია მუშაობაში მისი ჩართვით. 

ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა. ერდოღანის განცხადებით, მუდმივი მშვიდობა შესაძლებელია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებსა და ხალხს შორის უსაფრთხოებაზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]