weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რეჟიმის შეცვლის შემდეგ აქტივისტებს ჯარიმები ჩამოეწერებათ და კომპენსაციას მიიღებენ – ენმ

12:13 სამშაბათი, 14 დეკემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც აქციებზე უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს, ჯარიმები ჩამოეწერებათ და სახელმწიფოსგან კომპენსაციასაც მიიღებენ. გარდა ამისა, როგორც ხაბეიშვილმა თქვა, ადეკვატური ღონისძიებები გატარდება იმ პოლიციელებისა და მოსამართლეების მიმართ, რომლებიც „უკანონობას სჩადიან“. 

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყოველდღიურობად აქცია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აქტივისტების დაკავება. 

„ამ აქტივისტებს ციხეში რამდენიმე დღის გატარება უწევთ და თუ ციხეში არ უშვებენ, ათასობით ლარით აჯარიმებენ. აქტივისტების უმრავლესობას დაყადაღებული აქვს ანგარიშები. „ქართულმა ოცნებამ“ მათ აუკრძალა სიცოცხლეც კი, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ იმუშაონ, საკვები მიიღონ ან რაიმე თანხა განკარგონ, იმიტომ, რომ დაყადაღებული ქვთ აბსოლუტურად ყველაფერი. 

გარდა ადმინისტრაციული წესით დაკავებისა, „ქართული ოცნება“, ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს. დიდ ნაწილს გამოძიებაზე წლობით უწევს სიარული, მათ დიდ ნაწილს უწევს ციხეში ყოფნა. 

შესაბამისად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა აქტივისტი, ყველა ადამიანი, რომელიც დაკავებული იყო პოლიტიკური ნიშნით აქციაზე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის და დააჯარიმეს, ყველა ეს ჯარიმა იქნება ჩამოწერილი და მათ გადაეხდებათ კომპენსაცია.

გარდა ამისა, ყველა პირს, ვინც აქციაზე უკანონოდ, პოლიტიკურად დააკავეს, კომპენსაციის სახით გადაეხდება ორმაგი თანხა, რაც ამ დრომდე დააკისრა „ქართულმა ოცნებამ“. 

ასევე, ვინც იყო რეჟიმის მსხვერპლი და აქციაზე უკანონოდ დააკავეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ჰყავდათ ან ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, როგორც კი შეიცვლება რეჟიმი, ყველა საქმე იქნება ინდივიდუალურად გადახედილიდა მათაც და მათი ოჯახის წევრებსაც სახელმწიფოსგან გადაეხდება კომპენსაცია.

ასევე არ შეიძლება აღინიშოს მეორე მხარეც, ვგულისხმობ მოსამართლეებს და პოლიციელებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იღებენ გადაწყვეტილებას. მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როდესაც მტკიცებულებების გარეშე, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ, უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც სასამართლოში ცრუ მოწმეები არიან ხოლმე და ასევე მოსამართლეებს , რომლებიც იღებენ პოილიტიკურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ჩვენ ყველა ასეთი აქციის ვიდეომასალას ვაარქივებთ, სადაც კარგად არის აღბეჭდილი, რომ კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და მათი დაკავება უსამართლოდ ხდება. შესაბამისად, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად იქნება ადეკვატური რეაგირება ამ საკითხებზე“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტის, გიორგი მუმლაძის თქმით, ხელისუფლება ჯარიმით, პატიმრობითა და შევიწროებით პროტესტის ჩახშობას, ხელისუფლების ბოლომდე მიტაცებას და რუსული დიქტატურის ჩამოყალიბებას ცდილობს, რასაც სამოქალაქო აქტივისტები არ დაუშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]