weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალგაზრდები მიდიან. არავის უნდა, სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს – პრეზიდენტი

23:09 ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე, სადაც მან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება მძიმედ განიცდის გაუთავებელ პოლარიზაციასა და დაძაბულობას, რომელმაც ქვეყანა ჩაძირა და გააჩერა.

„პრაქტიკულად არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს, ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე.

30 წელი გავიდა, ჩვენი სახელმწიფო არის 30 წლის, ზრდასრული სახელმწიფო და დროა ჩვენ გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე.

ძალიან ბევრი მოვლენა იყო და გავიარეთ ძალიან რთული პროცესები, სადაც სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი თუ არა მეტი და სამოქალაქო დაპირისპირება, არავის არ სურს, რომ დავინახოთ გამეორებული

პრაქტიკულად ქვეყანაში არ არის არანაირი პერსპექტივა, საით უნდა წავიდეთ, რომ ეს დამშვიდდეს და ჩვენ მივხედოთ იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც ნებისმიერი ქვეყნისთვის მთავარია. ესე იგი, შიდა განვითარება, ამ სიღარიბის დაძლევა, საზოგადოების გაერთიანება. ყველაფერი დაყოფილია, თუნდაც ეკლესიაც დაყოფილია. სანამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს და სანამდე მიგვიყვანს ეს.

ამ დროს, იმასაც ვამჩნევთ, რომ გვავიწყდება გარე მსოფლიო. ჩვენ შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ, ჩვენს ირგვლივ, რა ხდება, როგორ ხდება, რა შესაძლებლობებია, ეს რაღაცნაირად უკვე გვავიწყდება.

ჩვენ ვხედავთ, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, იმიტომ, რომ არავის, ახალგაზრდა თუ არის და შესაძლებლობებს გრძნობს თავის თავში, არავის არ უნდა, რომ სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს.

ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს თვითონ რა არის მისთვის პერსპექტივა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მეც პირდაპირ ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც პრეიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა, რომელიც არ არის ერთიანი შიგნით, ვერ ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გაერთიანებაზე.

10 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პირობა დადო, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, „რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას და წინ წავიდეთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]