weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ახალ წელს კვლავ მინისტრად რომ მოგევლინებით, ბოდიშს მომიხდით? – თურნავა ჟურნალისტს

15:41 ორშაბათი, 20 დეკემბერი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უარყოფს მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ნათია თურნავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალ წელს კვლავ ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში იქნება.

„რამდენიმე ე.წ. პარტიული ტელევიზია (არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება ხოლმე, მაგრამ ვერ გავექცევი) კვლავაც ასე უტიფრად ავრცელებთ ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. სადღაც მესმის კიდევ, რა არის თქვენი ჩანაფიქრი ამ შემთხვევაში. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის არ არის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ, აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს, გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს. 

მე მაინტერესებს, ის ტელევიზიები, რომლებიც ამას ასე უტიფრად ავრცელებთ, აი, გათენდება ახალი წელი და კვლავ ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში მოგევლინებით, მზად ხართ თუ არა, რომ თქვენი კოლეგების თანდასწრებით ბოდიში მომიხადოთ? თქვენი ინფორმაცია, როგორც საპნის ბუშიტი რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით, თუ არა? იფიქრეთ პასუხზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ პრესკონფერენციაზე.

ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]