weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვისურვებდი, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში ყოფილიყო – ლომჯარია შიმშილობის აქციაზე

19:12 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწყებული შიმშილობის აქციის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ პროცესების პარლამენტში წარმართვა პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, შიმშილობის ვერ მივესალმები ვერცერთ ვითარებაში. ეს ძალიან ცუდია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს არის ინდივიდუალური არჩევანი, ამ შემთხვევაში, პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ გითხრათ, ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში. 

ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა პარლამენტში, რომ პარლამენტში იყოს ძალინ ცოცხალი პროცესი და ძალიან ბევრი, მათ შორის თუნდაც პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით. 

ვფიქრობ, ეს გზა მათ შორის პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით უფრო ეფექტური იქნებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, როგორ სტრატეგიას მიმართავენ და ეს არის მათი არჩევანი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისთან მოწყობილ კარვებში შიმშილობენ. პროტესტის ამ ფორმას მათ წუხელ მიმართეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, შიმშილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე არ შეწყვეტენ. 

„მასობრივი საპროტესტო შიმშილობა, რომელშიც ჩართული იქნება ასობით ადამიანი უმძიმეს პირობებში… ეს ამ ქვეყანაში 1988 წლის შემდეგ არ მომხდარა. მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს, ტყვე არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს სამართიანი სასამართლოს საშუალება“, – განაცხადა ნიკა მელიამ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, მისი მოთხოვნა სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა და ახლა რეაბილიტაციას გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]