weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დადასტურდა, რომ ენმ და გახარიას პარტია ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა – სუბარი

17:48 ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტში თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას გამოეხმაურა. სუბარის შეფასებით, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსი ოფიციალურად გაფორმდა. 

„ჩვენ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საერთო თამაშს თამაშობდნენ, საკუთარი ქმედებებით კი გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამდა წყალს. დღეს, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები ექნებათ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ.

„დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას“, – ამბობს სოზარ სუბარი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. საკრებულოს 27 წევრიდან მას მხარი 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. ერთი ხმა ბათილად იქნა ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ თავმჯდომარეობის კანდიდატი არ დაუყენებია და გახარიას პარტიასთან დამატებითი კონსულტაციების მიზნით სხდომის გადადებას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია სხდომის გადადებას არ დათანხმდა, „ქართულმა ოცნებამ“ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. 

„ქართულმა ოცნებამ“ 9 დეკემბრის სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ყოფილი პარლამენტარი ჯუმბერ იზორია დაასახელა, თუმცა მისი არჩევისთვის საჭირო სულ მცირე 14 ხმის მოგროვება ვერ შეძლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]