weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა 

12:59 პარასკევი, 24 დეკემბერი 2021

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი ლევან მაკალათია არჩევიდან სამ კვირაში გადადგა. თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან ერთად, მან საკრებულოს დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა.

„პირადი გადაწყვეტილებაა. მგონია, რომ უკვე თავი ამოვწურე აბაშაში. მანამდე მერი ვიყავი. ვრჩები „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცად, უბრალოდ უარი ვთქვი ამ პოსტზე“, – განაცხადა მაკალათიამ „რეგინფოსთან“.

ლევან მაკალათია 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში პირველი იყო, საკრებულოს თავმჯდომარედ კი 3 დეკემბერს აირჩიეს. 

მაკალათია აბაშის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017-2021 წლებში იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]