weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

18:26 პარასკევი, 24 დეკემბერი 2021

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა კუჭავამ 8-თვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მმართველმა პარტიამ მის შემცვლელად შალვა პაპუაშვილი წარადგინა.

კუჭავას გადადგომის შესახებ ცნობილი დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გახდა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით ერთი თვეა გუნდთან ერთად ამ საკითხზე მქონდა საუბარი. შორს არსად მივდივარ. მე ვრჩები პოლიტსაბჭოში, ჩვენს გუნდთან ერთად. მომავალ წელს გაიგებთ მეტ ინფორმაციას იმ მიმართულების შესახებ, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ. ეს დამატებით ახსნის ყველა იმ მიზეზებს, რაც დღეს არ შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ამ საკითხთან დაკავშირებით. 

არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და მიმაჩნია, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ეს ტვირთი მეტარებინა“, – განაცხადა კახა კუჭავამ ბრიფინგზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კახა კუჭავას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის გულდასაწყვეტია, თუმცა მას პატივს სცემენ. კობახიძის თქმით, კუჭავა „ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე იმუშავებს“, რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]