weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ცხოვრების დონე ჩვენთან უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში – ბიბილოვი

13:20 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ ახალგორში მოსახლეობას შეხვდა. ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევებზე საუბრისას, მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნათესავებს ცხინვალის რეგიონში საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც „სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამარტივებული წესით“ ხდებოდა, სოფელ წნელისთან „უკანონო ქართული პოსტის“ გახსნის შემდეგ დაიხურა.

„სამწუხაროდ, არ არსებობს ამ პრობლემის მარტივი გადაწყვეტა, რომელიც მხოლოდ ჩემზე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზე იქნებოდა დამოკიდებული. საზღვრების დაკეტვა პირდაპირ დაკავშირებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის აღმართვის შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება შეცვალოს პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს, სიამოვნებით მივიღებთ მათ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ აქ გადავიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენთან ცხოვრების დონე საქართველოსთან შედარებით მაღალია და უმუშევრად არ დარჩებიან“, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. 

ანატოლი ბიბილოვის თქმით, მისთვის ცნობილია შემთხვევები, „როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე გადასულები უკანონოდ კვეთენ საზღვარს სამხრეთ ოსეთის პენსიის მისაღებად“.

„შემდეგ, მძიმე ავადმყოფობის და მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მკურნალობის საჭიროების საბაბით, ისინი უკან გასვლას ცდილობენ. თქვენ უნდა აირჩიოთ და გადაწყვიტოთ, სად გსურთ მუდმივად ცხოვრება. ხოლო თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, უნდა მიმართოთ ჯანდაცვის სამინისტროს და გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას სამხრეთ ოსეთში, ან რუსეთის ფედერაციის სამედიცინო დაწესებულებებში“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

არსებული ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში, რუსმა სამხედროებმა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პატრულირებენ, საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს უკანონოდ. მათგან ხუთი გათავისუფლებულია. ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში რჩებიან მამუკა ჩხიკვაძე, კახაბერ ნათაძე და ვლადიმერ კანიაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]