weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი – მარგველაშვილი

18:06 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტს, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

მარგველაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას ძირითადად საქართველოს ირგვლივ არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და ამ კონტექსტში სამი პრეზიდენტის ფორმატის შექმნაზე ისაუბრებს. 

„დეტლურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი. რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან ახლობელ და ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ახლობელ უკრაინას, ავტომატურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. 

ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, არის პუტინის პატიმარი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან დაპირისპირებაში მყოფი პოლიტიკოსია და „პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი“.

„ვთანხმდებით რა ორივენი, რომ საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშეა, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტებისა და მთავარსარდლების გაერთიანება და შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დაწევა, რომელიც ქალბატონი სალომეს მიერ არის ინიცირებული, უაღრესად მისასალმებელი, დროული და მხარდასაჭერია. 

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შემნაზე, ახალი გამოწვევებისადმი მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და მან საზოგადოებას გაუგზავნოს გზავნილი, რომ საერთო დაპირისპირების და მტრის წინააღმდეგ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთიანებული, მიუხედავად იმისა, რომ შევინარჩუნებთ განსხვავებულობებს და შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ პრეფერენციებს“, – თქვა მარგველაშვილმა.

ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორი იქნება, მორატორიუმი გამოცხადდეს იმ საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად მიიჩნევა.

„ეს საქმეებია სააკაშვილის საქმე, ხაზარაძის საქმე, მელიას საქმე, გვარამიას საქმე, ანუ ის საქმეები, რაც საზოგადოებამ თავისთავად იცის, რომ მოტივირებულია… მიიჩნევა დიდი რაოდენობის მიერ მოტივირებულად. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ისინი არიან დამნაშავეები ან უდანაშაულოები. ეს ნიშნავს იმას, რომ გადაფასების და ერთმანეთთან ურთიერთობის დროს, ამ პოცესს გარკვეულად ვაჩერებთ. ამ საუბრის წინაპირობა არ შეიძლება იყოს მიმდინარე დევნა ან პატიმრობა ამ საუბრის აქტორებისა – მრგვალ მაგიდას ვინც მივუსხდებით და ვისაუბრებთ საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, როგორიც არის გეოპოლიტიკური გამოწვევები, ვერ ვიქნებით ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი. ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიურმი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მარგველაშვილს ლოგიკურ, ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიაჩნია სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით ასეთი ფორმატის შექმნა. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით არ უსაუბრია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]