weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ სააკაშვილის უფლებების აღდგენას – დენისოვა

15:19 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის პოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის ფაქტით აღშფოთებულია.

„გასაოცარია, როგორი ცინიზმით მოხდა ეს. ცუდად მყოფი მიხეილი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ადვოკატების გაფრთხილების გარეშე ღამით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და შეშფოთებას იწვევს: სამი ჰიპერტონული კრიზისის შემდეგ თავს უკიდურესად მძიმედ გრძნობს, რამდენიმე დღით ადრე საწოლიდან ვერ ადგა. მას არ გაუწიეს სრული სამედიცინო დახმარება და არ დაუნიშნეს ახალი ექიმი, ხოლო მკურნალობის სტრატეგიის შესახებ გადაწყვეტილება დამტკიცებული იყო სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ“, – წერს სოციალურ ქსელში ლუდმილა დენისოვა. 

უკრაინის სახალხო დამცველის შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში გადაყვანა პატიმართა ქცევის მინიმალური სტანდარტული წესების დარღვევაა, ხოლო სამედიცინო დახმარების არ გაწევა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონვენციას.

„საქართველოს ხელისუფლების ასეთ ქმედებები მიმაჩნია წამებად და უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების ჩამორთმევად, რაც წარმოადგენს 2002 წელს საქართველოს მიერ რატიფიცირებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მუხლების დარღვევას.

მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შემოწმების მიზნით.

ვთხოვ საქართველოში უკრაინის ელჩს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო დახმარების გაწევა. მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაგმონ საქართველოს თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას“, – ნათქვამია უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში წუხელ გადაიყვანეს ისე, რომ ამის შესახებ პატიმრის ადვოკატები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილი რუსთავის N12 დაწესებულებში დღეს მოინახულა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადაა და ის სამედიცინო დაწესებულებიდან ყალბი დიაგნოზით გამოწერეს. გვარამიას თქმით, გადმოყვანისას სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან „ძალიან დაუძლურებული“ იყო და ამის უნარი არ ჰქონდა. როგორც ნიკა გვარამია ამბობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სააკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. 

 

ამ თემაზე: 

სააკაშვილი ეტლში ჩასვეს, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა – გვარამია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]