weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

შეუძლებელია ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ – მელია სააკაშვილს

17:15 ხუთშაბათი, 30 დეკემბერი 2021

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვება მცირე დროის საკითხია. როგორც მელია ამბობს, ვიდრე სააკაშვილი ტყვეობაშია, ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდე ვერ იქნება.

„მიხეილ სააკაშვილს მინდა მივმართო და დავარწმუნო იმაში, რაშიც იგი ძალიან მაგრად არის დარწმუნებული: ეს ბრძოლა იმდენად დიდი უპირატესობით არის წარმართული ჩვენს მიერ, შენს მიერ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიშა, რომ შეუძლებელია მორალური და ისტორიული სიმართლის თვალსაზრისით ასეთი უპირატესობა გვქონდეს და ვერ გავიმარჯვოთ დამაჯერებლად და ხალხის საკეთილდღეოდ. ეს ყველაფერი მცირე დროის საკითხია. 

ისტორიული გამარჯვება რომ არ მოდის დიდი ძალისხმევისა და თუნდაც მარტვილობის ხარჯზე, ეს შენ ჩემზე კარგად იცი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე ჩვენ ისტორიულ უსამართლობას დავასრულობთ ამ ქვეყანაში, შენი ტყვეობაში ყოფნის სახით და არამხოლოდ. არავინ არ ვაპირებთ, პირადად მე არ ვაპირებ ერთი ნაბიჯით, ერთი სანტიმეტრითაც კი უკან დახევას, იმიტომ, რომ მინიმუმ მჯერა, რომ ჩვენს თავებთან ვართ მართლები, როდესაც ამას ვაკეთებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ, პარტიის ოფისთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ. 

მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში და ჰოსპიტლიდან ციხეში გადაყვანის გადაწყვეტილებები სხვა ქვეყანაში მიიღება.

„თავიდან ბოლომდე ამ პროცესში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებია ჩართული. ეჭვი არ მეპარება. მერამდენედ იტაცებენ ადამიანს უჩუმრად, თან ღამის საათებში. ეს არის გატაცება“, – ამბობს მელია.

წუხელ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, ექსპრეზიდენტის ძალიან სუსტადაა და ის სამედიცინო დაწესებულებიდან ყალბი დიაგნოზით გამოწერეს. გვარამიას თქმით, გადმოყვანისას სააკაშვილს წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან „ძალიან დაუძლურებული“ იყო და ამის უნარი არ ჰქონდა. ადვოკატის ინფორმაციით, „მნიშვნელოვანი განცხადებები“ ხვალ გაკეთდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]