„ცენტრ „ემპათიას“ ექიმებს სრულიად უკანონოდ არ ეძლევათ საშუალება, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი. ასევე, ვითხოვთ შეერთებული შტატებიდან, უკრკაინიდან და ჰოლანდიიდან იმ ექიმების დაშვებას, რომლებიც მზად არიან პრეზიდენტს გაუწიონ დახმარება.
ვერ გვატანს ვერაფერს, წერილებით ვერ ვკომუნიკაციობთ. გვაქვს მხოლოდ იმის საშუალება, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს, რაც ბუნებრივია, კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენც უნდა გავცვალოთ აზრები, რასაც ვერ ვახერხებთ. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ ორ შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს და მეორე – თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის, პოლიტიკური ტყვის უფლებების შელახვა, მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის თქმით, დეტალურად ვერ ისაუბრებს, პროტესტის რა ფორმას მიმართავს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 30 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, პატიმარი ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზის საფუძველზე გამოწერეს და სინამდვილეში, ის გამოჯანმრთელებული არ არის.