weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის – იან კელი

15:21 სამშაბათი, 04 იანვარი 2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. დიპლომატი ასე ეხმაურება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

„გზავნილი გასაგებია: აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შემაკავებლის მარგინალიზებით ან გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებს უკვე ეჭვი გაუჩნდათ მთავრობის ევროატლანტიკური მისწრაფებების გულწრფელობაზე“, – წერს იან კელი Twitter-ზე და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას აზიარებს. 

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით „ქართულმა ოცნებამ“ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა. გარდა ამისა, საელჩოს შეფასებით, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით, ზიანი მიადგა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას და შესუსტდა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საელჩოს განცხადება არასამართლიანია და აფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს. მისივე თქმით, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]